ვლადიმერ ბოჟაძე – მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანულის N6 და N6ა კორპუსებთან მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, 2024 წლის ს მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.
„გლდანულა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითა და ქვეყნის უანგარო სიყვარულით, ამას წინა ს შედეგიც მოწმობს. გულთბილმა შეხვედრამ გლდანულელებთან კიდევ ერთხელ დამარწმუნა 26 ოქტომბრის გამარჯვებაში. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და ქართველების გამარჯვებას“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.