ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ს კანდიდატები ჯოშ შაპირო და ტიმ უოლცი არიან – „როიტერი“

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მომავალი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა სია ორამდე შეამცირა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წყაროებზე დაყრნდობით წერს.
მედიის ცნობით, ს კანდიდატები ვიცე-პრეზიდენტობისთვის პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო და მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი არიან.
სავარაუდოა, რომ ჰარისი თავისი არჩევანის შესახებ სამშაბათს ფილადელფიაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად დაგეგმილ პირველ საჯარო გამოსვლამდე განაცხადებს.
წყაროების ცნობით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შაპიროსა და უოლცის გარდა, სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ სენატორი მარკ კელი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშიარი და ილინოისის გუბერნატორი ჯეი ბი პრიცკერი.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს