რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად გაასამართლა და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა:
„სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი – საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება.
ვიღებ მილოცვებს! რუსეთში ნასამართლევი პირველი სახალხო დეპუტატი!” – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.