“ვინ ბრიყვმა თქვა, რომ ქვეყნად სწორედ იმდენი დაღმართია, რამდენიც აღმართი …”

14 ოქტომბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებისა და მუსიკის თაყვანისმცემლები კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის მიერ “სამოსელი პირველის” შთაგონებით შექმნილ ვარიაციებს მოისმენენ.

თითოეული ეპიზოდის განწყობის გადმოსაცემად სცენაზე განთავსებულ ეკრანებზე ერთმანეთს „სამოსელი პირველისთვის“ შექმნილი ვიდეო-არტები შეენაცვლება.
ამონარიდებს რომანიდან მსახიობები მიშა გომიაშვილი და ნანა შონია გაუზიარებენ მაყურებელს.
სოლისტები – თეა დემურიშვილი, მარიამ როინიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი წამალაშვილი, ირინა თაბორიძე, გიორგი დავითაძე
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი
აფხაზეთის სახელმწოფო კაპელა
ხელმძღვანელი: ზვიად ბოლქვაძე

” შეიკრა გუნდი, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა ამ პროექტზე. ვფიქრობ, 14 ოქტომბერს შევძლებთ და იმ შედეგს მივიღებთ, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს”, განუცხადა News.ge-ს ნიკა რაჭველმა.