“ვეძებთ ალტერნატიულ მომწოდებლებს, მაგრამ ამჟამად მაგის საშუალება არ გვაქვს” – LPG-ის იმპორტიორი

საქართველოში თხევადი გაზი იმპორტით დან შემოდის. კითხვაზე, რატომ არ ხდება ალტერნატიული ბაზრების მოძიება, რომლის მეშვეობითაც იმპორტიორები არსებულ რისკებს გადააზღვევენ, თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი გვპასუხობს, რომ ამის მთავარი მიზეზი არსებული ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა, რის გამოც საზღვაო გზით LPG ტიპის საწვავის შემოტანა შეუძლებელი ხდება.
“ვეძებთ ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მაგრამ ამჟამად მაგის საშუალება არ გვაქვს. აზერბაიჯანიდან ვერ შემოდის, ირანიდან არ შემოდის, რადგან სანქციების ქვეშ არის ეს პროდუქტი. ჯერჯერობით საქართველოს არ გააჩნია დიდი ტერმინალები საზღვაო გზით რომ შემოვიდეს თხევადი გაზი და ჩვენ მოვამარაგოთ ქვეყანა,” – ამბობს თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი.
“თხევადი გაზის ასოციაციის” ხელმძღვანელი ნიკა ხოფერიაც იგივე პრობლემებს საუბრობს, მათ შორის მისი თქმით, პორტებში არასაკმარისი საცავების მიღმა პრობლემურია ასევე სარკინიგზო ცისტერნების საკითხიც, რომელიც საქართველოს პრაქტიკულად არ აქვს.
“ერთადერთი პორტია ს პორტი, რომელსაც შეუძლია გაცემა და მიღება თხევადი გაზის. თუმცა მას აქვს ძალიან მცირე საცავები, სადაც შეუძლია რომ თხევადი გაზი ჩაასხას, გემი კი ვერ დაიცდის ამდენ ხანს.
ასევე ჩვენ სარკინიგზო პარკი არ გვაქვს, ერთი ცალი სარკინიგზო ცისტერნაც არ აქვს საქართველოს თხევადი გაზისთვის, რომლითაც შესაძლებელი იქნება შემდგომში ამის იმპორტირება,” – აცხადებს “თხევადი გაზის ასოციაციის” ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი