“ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მე­ნატ­რე­ბა სცე­ნა…” მსახიობი ია ხობუა გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, ია ხობუა  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს, 82 წლის ასაკში,  გარდაიცვალა.

კინოს და თეატრის მსახიობმა მაყურებელს თავი არაერთი სპექტაკლითა და კინოროლით დაამახსოვრა.

ია ხობუამ ქართულ კინოში მოღვაწეობა 1958 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს როლები “ნატვრის ხეში”  “დათა თუთაშხიასა” და სხვა ცნობილ ფილმებში.

“რამ­დე­ნი წე­ლი­წა­დია, ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო სცე­ნა­ზე არ ვმდგარ­ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა რო­ლი მახ­სოვს და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც გუ­ლი ბერ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ად­რე მიმ­ტყუ­ნა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბამ, ამას უკ­ვე ასა­კიც და­ერ­თო და…

ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მე­ნატ­რე­ბა სცე­ნა…”, – სი­ნა­ნუ­ლით ამ­ბობდა თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სახალხო არ­ტის­ტი ია ხობუა.

">