„ველოდები, რომ საქართველოდან არჩეული იქნება ღირსეული მოსამართლე“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ არჩეული იქნება ღირსეული მოსამართლე, რომელიც საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების შესწავლას, კოლეგებთნ ერთად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გააგრძელებს.

„მე არ ველოდები რაიმე ნეგატიურ სიურპრიზებს, მე ველოდები, რომ საქართველოდან არჩეული იქნება ღირსეული მოსამართლე, რომელიც გააგრძელებს ჩვენი ქვეყნიდან გაგზავნილი საჩივრების შესწავლას სხვა, თავის კოლეგებთან ერთად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები იხილება სტრასბურგის სასამართლოში, ეს გახლავთ ორი, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საჩივარი და ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ მოსამართლის არჩევის პროცესი რაც შეილება კარგად და ღირსეულად, მალე დასრულდეს“,-განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლოში წარგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ლადო ჭანტურიამ, ლალი ფაფიაშვილმა და ოთარ სიჭინავამ  ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტში გასაუბრება 29 სექტემბერს გაიარეს.

 

">