“ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ს ოფისში შევარდებიან, ხან IRI-ს, ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა” – რატი იონათამიშვილი

პარტია “ქართულ ოცნებაში” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს NDI-ს კრიტიკის გამო აკრიტიკებენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაბალი რეიტინგი დამსახურებული და კანონზომიერია.
“ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ს ოფისში შევარდებიან და დახევენ დასკვნებს, ხან IRI-ს ოფისში შევარდებიან და ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა, მაგრამ იქ დღემდე ვერ ბედავენ. მათ მოსაზრებებს არანაირი ფასი არ აქვს. ორმაგი და ათმაგი სტანდარტი ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი “ღირებულება” არის და რჩება.
ის, რომ ამ ადამიანების რეიტინგს უკვე პულსი არ ესინჯება, დამსახურებული და კანონზომიერია, ვინაიდან არ დაუმსახურებიათ, რომ მათ რაიმე სახის მხარდაჭერა ჰქონდეთ და, ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩევლის გადაგდებით და მოტყუებით გამოიჩინეს თავი, არათუ, ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლითა და მტრობით. შესაბამისად, დაელოდონ 2024 წლის არჩევნებს და მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდება,”- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი