„ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას“

თბილისის მერიის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი 19 კომისია უქმდება. ამის სესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, კომისიების გაუქმება ბიუროკრატიის შემცირებასა და მერიის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.

„ბიუროკრატიის შემცირების,  გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის  მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში  და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

">