ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველომ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ეს 66 კილომდე წონაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა გაკეთა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი ლიმვან კიმი დაამარცხა.

მარგველაშვილმა პირველ შეხვედრაში იორდანიელ ბილალ აიალსალმანს გაფრთხილებებით მოუგო, შემდეგ სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ დაამარცხა, 1/8-ფინალში კი ამერიკელ რაიან ვარგასს იპონით ძლია.

ქართველი მოჭიდავის მეტოქე 1/4-ფინალში სამხრეთ კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში გაფრთხილებებით აჯობა.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე 73კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბრაზილიელ მარსელო კონტინი იქნება.

">