“ვაკმაროთ პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და გათავისუფლდეს“ – მეუფე იობი

“ვაკმაროთ პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და გათავისუფლდეს”, – ამის შესახებ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იობი საუბრობს. ის იხსენებს, რომ ს ხელისუფლების პირობებში, ეკლესიამ “ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო”, მათ შორისაა “მიწების გადაცემა, ტაძრების აღმშენებლობა, შენობების გადაცემა ეკლესიისთვის და ბიუჯეტიდან 25 მილიონის გამოყოფა”.
“ყველანაირად კარგი იქნება, რომ ვაკმაროთ ეს პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და ალბათ უნდა დადგეს ეს საკითხი და გათავისუფლდეს, თუნდაც თუ საქართველოში არ იქნება, უცხოეთში წაბრძანდეს”, – ამბობს მეუფე იობი.

ასევე დაგაინტერესებთ