„ეს არის ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფას იღებს და პარლამენტში არ დადის“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შოთა შალელაშვილიგანცხადებას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა, თეა წულუკიანის თქმით, შალელაშვილი ერთადერთია იმ 180 დეპუტატიდან, რომელიც ხელფასს იღებს და პარლამენტში არ დადის.

„ეს არის 180 პირიან პარლამენტში ერთადერთია დეპუტატი, რომელიც ხელფას იღებს და პარლამენტში არ დადის, კარგი თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენ ავირჩიოთ, და ყველა დეპუტატს, მისგან განსსხვავებით დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ, საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება.

რაც შეეხება ბატონი უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი ჩემი 17 წლიანი მუშობის დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია, ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ობუდსმენი და მერე, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და მერე, თუ მისი სურვილ იქნება, როდესაც ის შეწყვეტს ომბუდსმენობას, მზად ვარ მასთან განვმარტო საჯარო პოლიტიკური დებატიც“,-განაცხადა წულუკიანმა.

 

">