„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ“

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ“,- განაცხადა თბილის მერმა კახი კალაძემ ვიდეო მიმართვაში.

კალაძე მოადგილეებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს.

„საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე – იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, – განაცხადა კალაძემ.

/</a></iframe>