„ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიცია ჩვენი ქალაქისთვის“

საკრებულოში დღეს თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის უპრეცედენტოს დიდი ინვესტიცია ჩვენი ქალაქისთვის.

„აღნიშნული პროექტები უკვე მიმდინარეობს და დიდი ნაწილი სამუშაოების რიგ შემთხვევებში განხორციელებულია და, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება განხორციელებული. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიცია ჩვენი ქალაქისთვის“,-განაცხადა ტყემალაძემ.

სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოსთან 14:00 საათზე აქციის გამართვას გეგმავს.

 

">