“ეს ამბავი ამერიკაში ხდება! არ შემეძლო არ მომეყოლა” – გია ხუროშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი:
“ეს ამბავი არ შემეძლო არ მომეყოლა თქვენთვის! აეროპორტში ვარ, შემოდის ჯარისკაცების 15-20 კაციანი ჯგუფი, რომელიც ჩემთან ერთად მგზავრობს. როგორც წესი, ჩასხდომის დროს, პირველი ცხადდება პირველი კლასი, შემდეგ ბიზნესი და ა.შ. მე მშვიდად ვარ, სანამ ჩემს კლასს (ეკონომს) გამოაცხადებენ 10-15 წთ მაინც მაქვს ვიცი! უცებ ვხედავ, რომ ხომალდის მეთაური მოდის, ესალმება პირველი კლასის მგზავრს ( აშკარად გავლენიანი და ცნობილი პიროვნებაა ეტყობა ეს მგზავრი !) კინოს სცენარს ჰგავდა რაც მოხდა: ხომალდის მეთაური მიდის გამომცხადებლის მიკროფონთან და აცხადებს: “პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრების დაჟინებული მოთხოვბით ბორტზე ვიწვევთ სამხედროებს, მათი ოჯახის წევრებს და ვეტერანებს! მადლობას გიხდით თქვენი სამსახურისათვის!” ამ დროს, იატაკზე გაგორებული ახალგაზრდა სამხედროები, ჩიპსებს ჭამდნენ თავისთვის. წამოდგნენ, ტანსაცმელი გაისწორეს, წელში გასწორდნენ და თვითმფრინავში დაიწყეს შესლა. მათი სწრაფი მობილიზაცია, სამხედრო წვრთნას ჰგავდა.
ყველა მგზავრი ტაშს უკრავს!
ეს ამბავი ამერიკაში ხდება! პ.ს.
მე ასეთი საქართველო მინდა, სადაც ყველა ადამიანის ღვაწლი სათანადოდ იქნება დაფასებული!
ახალგაზრდებს (მათ შორის სამხედროებს) ექნებათ მხარდაჭერა მთავრობის და საზოგადოების მხრიდან და მათ მომავალს საფრთხე არ დაემუქრება! ასეთ საქართველოში, სხვა თვალით და მოკრძალებით შევხედავ ჩოხოსან ცხენოსნებს დედაქალაქის ქუჩებში და ჩიხტიკოპიან ქალებს! დღეს კი ჩემი იმედგაცრუება და სარკაზმნარევი იუმორი მაპატიეთ, “ოჯახის და სიწმინდის იმ დამცველებმა” რომლებიც მზად ხართ ახალგაზრდებს წაართვათ მომავალი: იმიტომ რომ კრემლს სურს მათი დასჯა!”

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი – მამუკა მდინარაძემ მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს, რასაც მაშინვე მოყვა რეაქცია, მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბავით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა