ესპანეთში გამანადგურებელი Eurofighter-ი ჩამოვარდა

გამანადგურებელი Eurofighter-ი ესპანეთის დღესთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობის შემდეგ ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდა ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.

BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და დაუღუპა. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე, უცნობია თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.