ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში საარჩევნო ურნების ჩამორთმევა დაიწყო

ესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმისთვის განკუთვნილი საარჩევნო ურნების და ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სიოდომ დაადასტურა.

„ნაციონალური პოლიცია საარჩევნო ურნებს იღებს და ამით უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით კანონს ასრულებს,“- დაწერა Twitter-ზე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა. მან ვიდეოც გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია როგორ გააქვთ შენობიდან ბიულეტინები.  შენობის გვერდით კი ხალხი საპროტესტო აქციას მართავს.

 

 

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ფოტოზე ჩანს ჩამორთმეული ბიულეტინებიკატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის კენჭისყრა დაიწყო. რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება. 

 

 

 

 

">