“ერთ-ერთ პირველს პარლამენტში შევიტანთ „ლუსტრაციის კანონს“, იმისთვის, რომ ჩანერგილი ადამიანები არ იყვნენ პოლიტიკაში” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მ, საგანგებო ბრიფინგზე განმარტა ყველა ის დეტალი, რატომაც ვერ შედგა შეთანხმება კოალიციასა და გიორგი გახარიას გუნდს შორის. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ინიციატივისათვის, რადგან თვლის რომ ეს სწორი გზავნილი იყო ქართული ოცნების დასამარცხებლად.
“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ინიციატივისთვის. ეს იყო სწორი ინიციატივა იმისთვის, რომ შეკრებილიყო ე.წ. შუა და რაც ყველაზე მთავარია, დაგვემარცხებინა “ქართული ოცნება”, ჩამოგვესორებინა , ეს სამარცხვინო ხელისუფლება მმართველობიდგან” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს რომ პრეზიდენტის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა და დროის სიმცირიდან გამომდინარე, სწრაფად დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, გიორგი გახარიას გუნდთან 9 პუნქტზე შეთანხმდა:
“ამ ინიციატივას მე გამოვეხმაურე, გადავდე ყოველგვარი პირადი ამბავი და ამისთვის მე არც მადლობას ვიხდი და არც არაფერს, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა და მისი ინტერესი და იმავე წამს გამოვეხმაურე ინიციატივას და შევთავაზე ამ პროცესში მონაწილეობა როგორც ერთ-ერთი მხარე. ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო პირისპირ შეხვედრა, გავცვალეთ აზრები და შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ მოქმედების გეგმა, პუნქტები, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას და იმ პრინციპებზე დაყრდნობილ ხელშეკრულებას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ქვეყანას მოუტანდა ძალიან ძლიერ ალტერნატივას და ვმეორდები, ქართულ ოცნებას ჩამოაშორებდა ხელისუფლებას. შესაბამისად, ზუსტად 9 პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, გუშინ წინ ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით, შევთანხმდით პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, დროის სიმცირის და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დრო დასაკარგი არ არის.”
მამუკა ხაზარაძე საუბრობს შეთანხმების დეტალებზე და ამბობს რომ ერთ-ერთი პუნქტი იყო პარიტეტული მმართველობა:
“არჩევნებამდე დარჩენილია 35 დღე და შესაბამისად, ამ მოცემულობიდან დავეთანხმეთ ჩვენ, რომ აგვეღო ბაზად ნომერი 9, შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა, პარიტეტული თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული. მეორე და მესამე ამბავი დაწყებული კენჭისყრით და ა.შ. შესაძლოა ეს დეტალები საზოგადოებისთვის ამ ეთაპზე არ იყოს საინტერესო.”
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ უკვე სიაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, როცა მოლაპარაკება ჩაიშალა მიზეზით, რომ კოალიციის წევრმა, ლევან ცუცქირიძემ, გიორგი გახარიაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა და ამბობს, რომ როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, ამ მიზეზით ჩაშლა შეთანხმების არასერიოზულია.
“შესაბამისად, ჩვენ გუშინწინ გამოვედით და დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ მეორე დღეს, ანუ გუშინ, ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა ქალბატონ პრეზიდენტთან და ცოტახანში გაგვეცნო საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნებოდა პირველი ოცეული, ოცდაათი და ა.შ.. ამ განწყობით მივედი მე გუშინ შეხვედრაზე და წინაპერიოდს არ მოგიყვებით და შესაბამისად, ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ბატონი ცუცქირიძის დილის ინტერვიუ, რომელიც ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასერიოზული და აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება, ტუ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მართვაზე, მაშინ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ, თუმცა აქვე მინდა განვმარტო სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩემი კოალიციურ პარტნიორები, , ლევან ცუცქირიძე, პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს და ამის მერე გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის საჭირო ქვეყნისთვის და შესაბამისად, ამ მანდატით ვსაუბრობდი მე ამ მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, რაიმე ინტერვიუ, რომელიც გუშინ იქნა მოყვანილი ამ ხელშეკრულების ჩაშლად, არასერიოზულია თუ სხვა რამეს არ ვიგულისხმებთ კიდევ. დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პარტიები, ჩვენი კოალიცია და გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, რადგან მოგეხსნებათ ყველას, რომ 30 დღის განმავლობაში შეუძლებელია, რაიმე კამპანიის, ნომრის, სიის და ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და ა.შ.. მე არ ვუპასუხებ ამ ქვეტექსტებს, რომელიც სამწუხაროდ სტილია “ქართული ოცნების”, რომ მიაწებონ ადამიანს რაღაც უხეში ეპითეტები. არ ვუპასუხებ, დღეს ამის დრო არ არის.არც მიპასუხნია არასდროს” – აცხადებს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, შეთანხმებულ 9 პუნქტში იყო ისეთი პრინციპული საკითხები, როგორიცაა 20 ივნისი, წერილის საქმე, და ამბობს, რომ ეს შეთანხმება ვერ იქნებოდა ინდულგენცია და მისი მოთხოვნა იყო, რომ ეს საქმეები დამოუკიდებელ პროკურატურას გამოეძიებია:
“იმ 9 შეთანხმებაში, პუნქტში იყო პრინციპული საკითხი, მათ შორის, 20 ივნისის და ანაკლიის საკითხი, ისევე როგორც წერილის საკითხი. ეს არის პრიცნიპული საკითხი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელშეკრულება მინდა საზოგადოებას ვუთხრა, არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინდულგენციას აძლევს. ეს არის საჯარო საკითხები, რომელიც იმ პუნქტში წერია, რომ უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში. ნებისმიერი საკითხი მეხებ ეს მე თუ ეხება ეს გახარიას. პარტიების შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რაიმე საქმე, რომელიც იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს, უნდა იქნას გადაფურცლული. ეს იყო იმ პუნქტში, ამას იგი თავიდან დაეთანხმა ისევე , როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ ანაკლია უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით და არა ჩინური ინვესტიციით.ეს არის გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.”- ამბობს პოლიტიკოსი.
დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას შესთავაზეს, არ ყოფილიყო სიაში, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მისი შეთავაზების მიხედვით სიაში არც თავად უნდა ყოფილიყო, თუმცა, დასძენს რომ მზად იყო.ამ პუნქტზე კომპრომისზე წასასვლელად.
ასევე იყო შეთავაზებული ის საკითხი, რომ მე მას შევთავაზე, რომ რატომღაც ჩვენ კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ სჯობს, რომ ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. თუმცა მერე მივხვდი, რომ მან ეს შეიძლება ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდა ჩემი ან მისი სიაში არ ჩაწერა.მე ეს ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს წერია დოკუმენტში. შესაბამისად, მან შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, კი ბატონო, მზად ვარ რომ ეს პუნქტი შევცვალოთ და გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ მას სურვილი აქვს იყოს სიაში, იყოს სიაში, მეც რა თქმა უნდა, მასთან ერთად” – ამბობს პოლიტიკოსი.
მამუკა ხაზარაძე ხაზგასმით აღნიშნავს რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო “ქართულ ოცნებასთან” კოალიცია არ შეეკრა გაერთიანებას და ამბობს:
იყო ერთ-ერთი მნიძვნელოვანი საკითხი, რომ ეს გაერთიანება ეს გაერთიანება არ შეუქმნიდა და არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ მთავრობას და მთავრობას თვითონ შექმნის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ეს გაერთიანება იძლეოდა იმის სინერგიას და ვიმეორებ, ამ სინერგიას აწი ჩვენ შევქმნით, რომ შევქმნათ მთავრობა, რომელიც თვითონ დააკომპლექტებს მთავრობას, დანარჩენი უკვე ს შედეგებიდან გამომდინარე გადასაწყვეტი საკითხებია. ამიტომ, ბოდიში და, სპეკულაცია, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ ვიღაცა არ უკრავს, მაგრამ აქეთ ვიღაცისკენ იყურება, ეს, ასე არ არის, ამიტომ ამ სპეკულაციაში არ შევიდეთ. აღარ მინდა სხვა პუნქტები ჩამოვთვალო, მე მგონი, მალე გახდება ეს პუნქტები ცნობილი.
მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პასუხად ამბობს, რომ გახარის შეთავაზება არ იყო გონივრული, შესრულებადი და შესაბამისად, ეს ჰგავდა სპეცოპერაციას. იგი პირდება ამომრჩეველს რომ ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც პარლამენტში შეიტანენ იქნება ლუსტრაციის კანონი, რათა აღარასოდეს იყვნენ ჩანერგილები პოლიტიკაში.
“მე გუშინ ვუთხარი ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მე აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულიყო და ყველა ის ადამიანი, რომელსაც უნდა ძალიან ძლიერი საქართველო და რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას, პენსიები მაღალი იყოს და უამრავი ის, რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, შესრულებულიყო. სამწუხაროდ, დღეს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ მან გახარიამ დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება და ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მე მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს, ამის მეტ განმარტებას არ გავაკეთებ, მე მგონი, ყველა მიხვდება, რას ვგულისხმობ იმიტომ, რომ ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამით ყველაფერი ვთქვით. აქ ვართ, დღესაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხვალ დილიდან ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას. ვგრძნობ, რომ არ მოხდება, იმიტომ რომ მესმის, რომ გუშინ ცუცქირიძე იყო პრობლემა, დღეს შეიძლება სხვა რაღაც პლატფორმა იყოს, რომელიც არ ვიცი, რა პლატფორმაა საერთოდ. ზეგ შეიძლება ახალი რაღაც იყოს და ამით შეიძლება უბრალოდ ამხელა, უზარმაზარი საქმე, ამხელა კოალიცია დარჩეს საერთოდ არჩევნების მიღმა ტექნიკურად და სამართლებრივად. ამიტომ, ჩვენ ხვალ ვაგრძელებთ ჩვენ კამპანიას. მე მინდა მინდა ყველას, მთელ ჩვენ მოქალაქეებს ვუთხრა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული ხელისუფლება გასტუმრებული იყოს საქართველოდან, რომ ერთ-ერთი პირველი, როცა პარლამენტში შევალთ შევიტანთ „ლუსტრაციის კანონს“, რომელიც არ ეღირსა ამ ქვეყანას, შევიტანოთ იმისთვის, რომ ჩანერგილი ადამიანები არ იყვნენ პოლიტიკაში და მათ საჯარო სივრცეში არ ჰქონდეთ პოლიტიკის კეთების საშუალება და უამრავი სხვა რეფორმა, რომელიც ჩვენ ქვეყანას დაყენებს ძალიან დიდი გამარჯვების გზაზე”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას