„ერთობა-ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, დღეს მოსახლეობასთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელს შეხვდა

„ერთობა-ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი,  მოსახლეობასთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელს შეხვდა.
გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ხელაძეს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ყოფილ მე-15-ე სკოლაში შესახლებულ ადამიანებს აწუხებთ.
 სოციალურად დაუცველი ოჯახები, ყოფილი სკოლის შენობაში რამდენიმე წელია ცხოვრობენ. შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. განსაკუთრებული პრობლემა კი ანტისანიტარიაა.  ადგილობრივების თქმით, შენობის პირველი სართული სავსეა ვირთხებით და ქვეწარმავლებით. მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის საკითხი.
„ჩვენ ცხარე კამათი გვქონდა გამგებელთან, მთავარი პასუხი რაც მისგან მივიღეთი იყო ის რომ ეს მას არ ეხება და მათ მხოლოდ შუამდგომლობის დაწერა შეუძლიათ, სწორედ ამიტომ ვაბობ რომ გამგეობები უნდა გაუქმდეს . ეს არის ამბსოლიტურად ზედმეტი წარმონაქმნი რისთვის ვუხდით ამ ადამიანებს ხელფასებს თუ არცერთი საკითხი მათ ფუნქციაში არ არის. შევთანხმდით რომ ხვალ მოიტანენ ყველა წერილს რაც მოქალაქეებს აქვთ და ერთ კვირაში გადავმაწმებთ რას გააკეთებენ.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მე-15-ე სკოლაში შესახლებული ადამიანების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამგეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შუამდგომლობა უკვე დაყენებულია და უახლოეს მომავალში მოხდება განაცხადის დაკმაყოფილება.
">