ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა: მოვითხოვთ ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრის, ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
კოალიციის განცხადებით, მათი დაკავება ირაკლი კობახიძის მიერ წინასწარ დაანონსებული ძალადობის შედეგი და ძალაუფლების შენარჩუნების განწირული მცდელობაა.
“დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.
ესაა ქართული ოცნების განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!”, – ნათქვამია განცხადებაში.