ერევანი მზადაა, რაც შეიძლება მალე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას ბაქოსთან – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრის ს განცხადებით, სომხეთი მზად არის, რაც შეიძლება მალე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან შეთანხმებულ დებულებებზე.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ფაშინიანი აღნიშნულ საკითხს ფორუმზე “ს დიალოგზე” შეეხო.
“ამ ბოლო დროს ბევრი გვსმენია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80 პროცენტი შეთანხმებულია. ამის შესახებ იყო განცხადებები სხვადასხვა პლატფორმებზე და მინდა აღვნიშნო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, პროექტის 13 მუხლი და პრეამბულა სრულად არის შეთანხმებული, ხოლო კიდევ სამი მუხლი, რომელიც ძირითადად ორი წინადადებისგან შედგება, ნაწილობრივ შეთანხმებულია. უფრო ობიექტურები რომ ვიყოთ, ამ მუხლებში ერთი მუხლი შეთანხმებულია, მეორე – არ არის შეთანხმებული.
სომხეთის რესპუბლიკა, იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული დებულებები მოიცავს ურთიერთობების დამყარების ყველა ძირითად ქვაკუთხედს, ფუნდამენტურ დებულებას, რომელიც აღიქმება საერთაშორისო დონეზე, სთავაზობს, რომ ყველა შეთანხმებულ დებულებას, ხელი მოეწეროს. შეიქმნას ფუნდამენტური დოკუმენტი, შემდეგ კი გაგრძელდეს დისკუსია დანარჩენ საკითხებზე, მით უმეტეს, რომ ეს წარმოადგენს სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი შეთანხმებულ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც ორივე მხარეს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, მისცემს შესაძლებლობას გააგრძელონ დისკუსია ერთობლივი მექანიზმით,”- აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა დაამატა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ამჟამად შეთანხმებული ნაწილი შეიცავს დებულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
“ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ საჯაროდ და ოფიციალურად და მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, ჩემი მზადყოფნა, რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ ხელი მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებულ ტექსტს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 9 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აიხან გაჯიზადემ განაცხადა, რომ სომხური მხარის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი სრულად არის შეთანხმებული, არ შეესაბამება რეალობას, ხოლო ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ კონსენსუსი მიღწეული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ