ერდოღანი: ირანში ჩრდილოეთ ერაყის საკითხს განვიხილავთ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვია. ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო მუშაობაში.

თურქულ გაზეთს Daily Sabah-ს ერთ-ერთმა ექპერტმა განუცხადა:

“ჩვენ, დიდი ხნის განმავლობაში არ განგვიხორციელებია ასეთი ვიზიტი. თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ მოვლენებს, ორი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ერდოღანის ვიზიტი თეირანში აუცილებელია”.

თავად ერდოღანმა განაცხადა: “ირანში განვიხილავთ ჩრდილოეთ ერაყის საკითხს, რის შემდეგაც ხელთ გვექნება სერიოზული საგზაო რუკა”.

ჩანს, რომ აღნიშნული ვიზიტისათვის ორივე მხარე კარგად მოემზადა. ახლახანს, თეირანში ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის გენშტაბის უფროსი ჰულიუსი აკარი.

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ დაადასტურა, რომ ანკარა და თეირანი თავდაცვის სფეროში ურთიერთობებს გააღრმავებენ რეგიონალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თურქეთი და ირანი – ქვეყნებია, რომელთაც საერთო საზღვარი აქვთ, სახელმწიფოებრიობისა და მეზობლობის საუკუნოვანი ტრადიცია, ჰყავთ უძლიერესი არმია რეგიონში, რომლებსაც ისტორიული მისია აკისრიათ”,  -განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

 

">