ერდოღანი: თურქეთს ევროკავშირი აღარ სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კვირას პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ერდოღანმა თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთს აღარ სჭირდება ევროკავშირის წევრობა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ მისი ქვეყანა არ მიატოვებს ცალმხრივად ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც უკვე 12 წელია მიმდინარეობს.

ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირმა არ დაუჭირა მხარი თურქეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებს და არ მოახდინა ექსტრადირება იმ პირების, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ გასული წლის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობაში. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ერთადერთი რეალური ნაბიჯი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად იქნება თურქეთისთვის წევრის სტატუსის მინიჭება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდგომ დაიძაბა, რაც ერდოღანის ბრძანებით, ათასობით ადამიანი დაიჭირეს გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, მათ შორის მასწავლებლები, ლექტორები და ჟურნალისტები. გერმანიისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კანცლერმა მერკელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა და სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმა უკანასკნელის წლის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე  გაუსვეს ხაზი ევროკავშირსა და თურქეთს შორის წარმოქმნილ უფსკრულს.

">