აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, “ჰამასის” ახალ ლიდერს, იაჰია სინვარს აქვს ძალაუფლება უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ღაზაში ომის შეჩერება და მძევლების გათავისუფლება.
„ის იყო და რჩება გადაწყვეტილების მთავარ მიმღებად, როდესაც საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და მისი მიღწევის მცდელობა დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ირანთან დაძაბულობა მას საფრთხეს უქმნის.
„მიგვაჩნია, არ არსებობს მიზეზი, რომ არ დასრულდეს, არ დასრულდეს სწრაფად. ნამდვილად დროა, რომ ყველა მონაწილე მხარემ დაასრულოს შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, „ჰამასმა“ პოლიტიკური ბიუროს ახალ ხელმძღვანელად იაჰია სინვარი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.