ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, დღეს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ სა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ბლინკენის ვიზიტი იმ ფონზე მოხდება, როდესაც კატარში, -ს, კატარისა და აგვიპტეს შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს მოლაპარაკებების ჯგუფმა გამოთქვა “ფრთხილი ოპტიმიზმი” შეთანხმების მიღწევის კუთხით შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით.
„ჰამასის“ სპიკერმა ჯიჰად ტაჰამ განუცხადა ტელეკომპანია Al Jazeera-ს შაბათს, რომ ისრაელმა დაამატა პირობები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ მათ გამოყენებაში მცდელობის შეფერხებისთვის. ჰამასის“ პრესსპიკერმა, სამუ აბუ ზუჰრიმ კი განაცხადა, რომ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება, „ილუზიას“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ისრაელი შეთანხმების მიღწევის შანსებს ხელს უშლის და მის ძალისხმევას მხარს ვაშინგტონი უჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც