ენმ არჩილ თალაკვაძის პასუხს ასაჯაროვებს

ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილზე, რომელსაც 8 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს, უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის პასუხს ავრცელებს.

„ჩემი წერილის პასუხად, თქვენ გამოგვიგზავნეთ 8 პოლიტიკური პარტიის მიერ 18 აგვისტოს შეხვედრამდე გავრცელებული განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული განცხადების შინაარსი ჩვენთვის შეხვედრამდეც იყო ცნობილი. თუმცა, ცხადია, ეს განცხადება არ იძლევა პასუხს ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ საკითხების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში არასახვის შემთხვევაში, თქვენი პარტია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება თქვენი პარტიის მხარდაჭერა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ცნობად მივიღებთ, რომ თქვენი პარტია უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე“, – წერია წერილში, რომელიც თალაკვაძემ ენმ-ს გაუგზავნა.

">