ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი აცხადებს, რომ თავის დირექტორის პოზიციას ემიჯნება.
კერძოდ, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარინმა განაცხადა, რომ ლინგვისტი მარინა ბერიძის პოზიცია არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას.
ფილოლოგიის დოქტორმა, ლინგვისტმა მარინა ბერიძემ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე განაცხადა, რომ შესიტყვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და რიგით ქართველში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.