ელისაშვილი თქმით, თბილისს 13 თვეა მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით, თბილისს უკვე ერთ წელზე მეტია მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს. მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი 2016 წლის 27 ივლისს თანამდებობიდან გაუშვეს და მაშ შემდეგ, სასმსახურს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ამის შესახებ ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„უკვე წელიწადზე მეტია თბილისს არ ჰყავს მთავარი არქიტექტორი. 2016 წლის 27 ივლისს თანამდებობიდან გაუშვეს არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი. 13 თვეა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. არადა არქიტექტურის სამსახური ინტენსიურად გასცემს სამშენებლო ნებართვებს, ითანხმებს გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს) და ამ ფონზე სამსახურის უუფროსობა, უპატრონობა რამდენად ნორმალურია? რამდენჯერმე საკრებულოში დავსვი ეს საკითხი, რამდენჯერმე პირადადაც საჯაროდ ვკითხე თბილისის მერს რატომ არ ინიშნებოდა არქიტეტურის ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ დუმილის გარდა პასუხი არ მომისმენია. სინამდვილეში კი ეს არის სამარცხვინო რეალობა, სამარცხვინოა და საგანგაშო როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. თბილისის მერი კი ან ვერ ხვდება ამ პოზიციის მნიშვნელობას, ან ვერ ბედავს რომ კომპეტენტური კადრი შეარჩიოს თანამდებობაზე“, – წერს ელისაშვილი

">