ელენ დეჯენერესმა სარა პოლსონი შეაშინა

მსოფლიოში ალბათ ისე ძალიან არავის უყვარს ცნობილი ადამიანების შეშინება, როგორც ელენ დეჯენერესს. ამის მიუხედავად, მსახიობები, მოდელები თუ მომღერლები მის შოუში სტუმრობას თავს არ არიდებენ.

“შენ საშინელებათა ფილმებში მონაწილეობ და ალბათ გიყვარს, როცა გაშინებენ” – უთხრა ელენმა ამერიკული საშინელებათა ისტორიის მსახიობს, სარა პოლსონს.

პოლსონმა იუარა, თუმცა ელენმა ის მაინც შეაშინა, თან ისე, რომ მსახიობი ბოლოს მაგიდის ქვეშ შეძვრა და ითხოვდა, რომ მეტჯერ აღარ შეეშინებინათ.

სერიალში პოლსონს კლოუნების ფობია აქვს, რაც ელენს უყურადღებოდ არ დარჩენია. პოლსონის თქმით, მას ტრიპოფობია აქვს, ხოლო კლოუნების რეალურ ცხოვრებაშიც ეშინია.

 

 

">