ელენე ხოშტარია კახი კალაძეს პასუხობს

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ოცნების მერობის კანდიდატ კახი კალაძეს პასუხობს.

„იმის მაგივრად, რომ კახი  კალაძემ კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ სამშენებლო ინტერესებს და კორუფციულ გარიგებებს გასცეს პასუხი, ამის ნაცვლად, რაღაც უხერხულ განცხადებებს აკეთებს ჩემი ოჯახის წევრებზე და რეიტინგზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა ჩემი რეიტინგი, ამას საზოგადოება შეაფასებს არჩევნებზე. აქ მთავარი ის არის, რომ კალაძეს პასუხი არ აქვს კორუფციულ სქემებზე და ამიტომ ცდილობს სხვა თემაზე გადაიტანოს ყურადღება.

მინდა კახი კალაძეს ვუთხრა პირდაპირ, ბატონო კახი, გაძლევთ გარანტიას, რომ მოგიწევთ პასუხის გაცემა ყველა იმ კორუფციულ გეგმაზე, სადაც თქვენ იქნებით გამოვლენილი იმიტომ, რომ დაუშვებელია ქალაქის მმართველობაში ჩვენ ვიხილოთ ადამიანი,რომელიც ბიზნესინტერესებისთვის იყენებს გაჭირვებილი, გაუბედურებული ადამიანების ფულს. გარანტიას გაძლევთ, მოგიწევთ პასუხის გაცემა“, – განაცხადა ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

 

">