“ეკონომისტი” ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა “ეკონომისტი”, ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ პრეზიდენტისა და მთავარსარდლის დაპირისპირება უკრაინის კონტრშეტევას აზიანებს.

“ზალუჟნი ახლა ერთ-ერთ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, მაგრამ შესაძლოა, ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭოს, რადგან ზელენსკი მასში კონკურენტს ხედავს. მათ “საშინელი” ურთიერთობა აქვთ. უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის შიდა დაპირისპირებაა, რომელიც ს წინააღმდეგ წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე დაიწყო”, – წერია სტატიაში.

გამოკითხვების თანახმად, ნოემბერში პრეზიდენტის ნდობა 32 პროცენტამდე შემცირდა, ზალუჟნის კი 70 პროცენტი აქვს. პრეზიდენტზე მაღალი რეიტინგი აქვს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვსაც – 45 პროცენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი