ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ FED რეფინანსირების განაკვეთს მნიშვნელოვნად შეამცირებს
TBC Capital-ის ინფორმაციით, უახლესი გამოკითხვის თანახმად, ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ფედერალური რეზერვის ღია ბაზრის კომიტეტი (FOMC) სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს ზომიერ გადაწყვეტილებას და შეამცირებს საბაზისო საპროცენტო განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით.
ეს წინააღმდეგობაში მოდის ზოგიერთი მსხვილი უოლ სტრიტის ბანკის მოწოდებებთან, რომლებიც ითხოვენ უფრო აგრესიულ 50 საბაზისო პუნქტიან შემცირებას ან შუალედურ კორექტირებას. მიმდინარე დებატების ფონზე, Goldman Sachs-მა 12 თვიანი წინასწარი რეცესიის რისკის შეფასება 15%-დან 25%-მდე გაზარდა, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელება „სავარაუდოდ გაცილებით მეტადაა მოსალოდნელი“ ვიდრე რეცესია.
ამავდროულად, JPMorgan Chase-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის კვლავაც ინარჩუნებს შეხედულებას, რომ აშშ-ის ეკონომიკის რბილი დაშვება 35%-40%-იან ალბათობას წარმოადგენს.
„რატომაა მნიშვნელოვანი: აშშ-ის ფედერალური რეზერვი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრალური ბანკია, რომელმაც შეინარჩუნა მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მაშინ როცა სხვა დიდი ეკონომიკები მიმართავენ მონეტარულ გამკაცრებას პანდემიის შემდგომი მაღალი ინფლაციის საპასუხოდ. ახლა ბაზრები სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის შემცირების თითქმის 100%-იან ალბათობას ანიჭებენ, CME FedWatch-ის მიხედვით. ამასთან, ამ პროგნოზების გაბათილება არც ჯერომ პაუელს უცდია. ეკონომისტების შეხედულება თანხვედრაშია ფედერალური რეზერვის ოფიციალური პირების განცხადებებთან, რომლებიც პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში ზომიერებასა და მოთმინებას ხაზს უსვამენ“, – ნათქვამია TBC Capital-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.