ევროპული საქართველო EPP-ს წევრი გახდა

ევროპული საქართველო ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა. ეს გადაწყვეტილება ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო.

ევროპული საქართველოს ლიდერებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი მიესალმა და ამ დიდ პოლიტიკურ ოჯახში გაწევრიანება მიულოცა.

ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა ევროპაში, რომლის 76 წევრი პარტია 41 ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ევროპის სახალხო პარტია 1976 წელს დაარსდა. დღეს ევროპის სახალხო პარტიას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში.

">