„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტი, სუმა ჩაკრაბატი საქართველოს  ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ჩაკრაბატი საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი კვირიკაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაში. ჩაკრაბატიმ შეხვედრებისას ისაუბრა ევროკავშირისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე  და განაცხადა რომ პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება პრეცედენტულია და დიდი ალბათობით სხვა ევროკავშირის  პარტნიორ ქვეყნებშიც განხორციელდება.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და საშუალებებზე რითაც ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ცდილობს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა ხაზი გაუსვეს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ როლს ქართული ეკონომიკის გაძლიერებაში და მის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს.

">