ევროპა რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და მის ტრანსპორტირებას ბრიტანული კომპანიები უწყობენ ხელს „სქაი ნიუსი“

ევროპა რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და მის ტრანსპორტირებას ბრიტანული კომპანიები უწყობენ ხელს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსის“ სტატიაშია ნათქვამი.
სტატიის თანახმად, ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირება, მისი დამოკიდებულება ბრიტანულ კომპანიებსა და მზღვეველებზე, დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმში არსებული ხარვეზების მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია.
„სქაი ნიუსის“ მასალაში აღნიშნულია, რომ ტანკერი, „იაკოვ გაკელი“ და მსგავსი გემები ს იამალის გაზის საბადოებიდან ევროპაში მილიარდობით კუბური მეტრი გაზის ჩატანას აგრძელებენ, რის სანაცვლოდაც მილიარდობით ევროს იღებს.
„რუსული გაზი დაეხმარა ევროპას გაზის მარაგების შევსებაში, ხელი შეუწყო კონტინენტის მძიმე ინდუსტრიის შენარჩუნებას უკრაინის ომის განმავლობაში. ეს დამოკიდებულება არც თუ ისე იაფი გამოვიდა: მთლიანი თანხა, რომელსაც ევროპამ რუსეთს 2022 წლის შემდეგ გათხევადებული ბუნებრივი აირისთვის გადაუხადა, დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს. რუსული გაზის მუდმივი არსებობა, რომელიც გადის ევროპულ ქსელებში, იმის ახსნაა, თუ რატომ დაეცა ასე მკვეთრად ევროპული ენერგეტიკული ფასები რუსეთის შეჭრის შემდგომი მაღალი მაჩვენებლების შემდეგ“, – აღნიშნულია სტატიაში.
„სქაი ნიუსის“ მიხედვით, გლაზგოში მომუშვე ნაკლებად ცნობილი კომპანია „სიფიქი“ უკრაინის წინააღმდეგ ს ომის თანამონაწილე გახდა, რადგან მას ეკუთვნის ტანკერი „იაკოვ გაკელი“ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტანკერი თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის.
ბრიტანელი ჟურნალისტების თქმით, „იაკოვ გაკელს“ შეუძლია გააკეთოს ის, რაც რასაც სხვა ტანკერები ვერ ახერხებენ, კერძოდ, შეუძლია ყინულის გაჭრა, რაც საშუალებას აძლევს, ზამთარშიც კი იმოგზაუროს არქტიკულ წრეში.
სტატიის თანახმად, რუსული მილსადენებით ევროპაში შემავალი გაზის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდება კი, რეკორდულ დონემდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ