ევროკავშირი უკრაინას $39 მილიარდს გამოუყოფს, რაც რუსეთის აქტივებიდან დაფინანსდება

ევროპული კომისიის ინიციატივით, ევროკავშირი ს 35 მილიარდამდე ევროს გამოუყოფს (დაახლოებით $39 მილიარდი). ეს თანხა კრედიტის სახით გაიცემა და ს დაბომბვებით მიყენებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მზარდი საჭიროების დაკმაყოფილებას მოხმარდება.
ევროკომისიის კრედიტი დიდი შვიდეულის უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ცდილობს ფონდების მოზიდვას იმ შემოსავალზე დაფუძნებით, რაც რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით გახდება შესაძლებელი. მოსკოვს სანქციები სწორედ მეზობელ სუვერენულ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის გამო და იქ სრულმასშტაბიანი ომის წარმოებისთვის დაუწესდა.
აღნიშნულ გეგმაზე განცხადება 20 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა და იქ პრეზიდენტ სთან ერთად, უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდა. “რუსეთის დაუნდობელი იერიშები ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
საკითხი ჯერ ევროპულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აღნიშნული გეგმა დღეს, 20 სექტემბერს მიიღეს.
დამტკიცებისთვის მას მარტივი უმრავლესობა დასჭირდება. “დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კრედიტს უკრაინას ძალიან სწრაფად გადავცემთ”, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას