ევროდეპუტატები თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის უნდა ვრცელდებოდეს პრინციპი „მეტი-მეტისათვის“

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნოემბრის სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას ითვალისწინებს. რეზოლუციას მხარი 519 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 114 წავიდა,  47-მა ევროდეპუტატმა თავი შეიკავა.

რეზოლუცია გადაეგზავნება ევროკომისიასა და ევროსაბჭოს, მასში საუბარია კონკრეტულ რეკომენდაციებზეა. ევროდეპუტატებს მიაჩნიათ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორების“ 6 ქვეყნიდან 3 – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მეტად წარმატებულები არიან და ღიად აფიქსირებენ ევრომისწრაფებას. სწორედ აქედან გამომდინარე, დეპუტატები თვლიან, რომ მათზე უნდა ვრცელდებოდეს პრინციპი „მეტი-მეტისათვის“.

ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ სამიტის საბოლოო დეკლარაციაში უნდა იყოს მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს, მათთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება.

 

 

">