„ედისონ რისერჩი“: „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი 54%, ენმ-ის კანდიდატი – 24%

„ედისონ რისერჩის“ 18:00 საათისთვის არსებული ეგზიტპლების მონაცემები ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 54%-ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 24% მიიღო.

ეგზიტპოლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიატი, დავით გოგისვანიძე 8%-ით. „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი წულაიამ – 7% დააგროვა, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიტმა გრიგოლ ბახტაძემ 3%, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა სამსონ გუგავამ – 2%.

">