„ედისონ რისერჩის“ წინასაარჩევნო კვლევის შედეგები

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმაგამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება. კვლევის შედეგებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კვლევის შედეგები ასეთია:

კითხვაზე, „თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ პასუხები ასეთია:

  1. კახი კალაძე – 34%
  2. ზალიკო უდუმაშვილი – 14%
  3. ალეკო ელისაშვილი – 14%
  4. ელენე ხოშტარია – 5%
  5. ირმა ინაშვილი – 2%
  6. გიორგი გუგავა – 2%
  7. კახა კუკავა – 1%
  8. გიორგი ვაშაძე – 1%
  9. თენგიზ შერგელაშვილი – თითქმის 1%
  10. არ გადამიწყვეტია – 13%
  11. უარი პასუხზე – 7%
  12. არავის – 6%

კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. ხოლო კითხვაზე, თუ მათი აზრით ვინ გადავა მეორე ტურში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  1. კახი კალაძე – 70%
  2. ზაალ უდუმაშვილი – 34%
  3. ალეკო ელისაშვილი – 21%
  4. ელენე ხოშტარია – 9%
  5. ირმა ინაშვილი – 4%
  6. კახა კუკავა – 3%
  7. გიორგი გუგავა – 2%
  8. თენგიზ შერგელაშვილი – 1%
  9. გიორგი ვაშაძე – 1%

მონაცემების საერთო ჯამი 100%-ს აჭარბებს. ეს არ არის შეცდომა, რესპონდენტები ერთდროულად ორ კანდიდატს ასახელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მეორე ტურში გადასვლას მოახერხებდნენ, სწორედ ამიტომ პროცენტული ჯამი 100-ზე მეტია.

კითხვაზე, „მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას“, გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

  1. ირმა ინაშვილი – 29%
  2. ზალიკო უდუმაშვილი – 24%
  3. ელენე ხოშტარია – 23%
  4. გიორგი გუგავა – 23%
  5. თენგიზ შერგელაშვილი – 21%
  6. კახა კუკავა – 20%
  7. გიორგი ვაშაძე – 20%
  8. კახი კალაძე – 19%
  9. ალეკო ელისაშვილი – 9%

რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს – „თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ შედეგი ასეთია:

  1. ქართული ოცნება“ – 36%
  2. ნაციონალური მოძრაობა“ – 12%
  3. ევროპული საქართველო“ – 8%
  4. „ლეიბორისტული პარტია“ – 5%
  5. „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%
  6. „დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%
  7. „ახალი საქართველო“ – 1%
  8. „რესპუბლიკური პარტია“ – 1%
  9. არ გადამიწყვეტია – 15%
  10. უარი პასუხზე – 8%
  11. არავის – 9%

რაც შეეხება შეკითხვას, „რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას?“ „რომელი პარტიისთვის არც კი განიხილავთ ხმის მიცემას არანაირ ვითარებაში?“ შედეგები ასე გადანაწილდა:

ნაციონალური მოძრაობა“ – 32%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 27%
„ლეიბორისტული პარტია“ – 22%
ევროპული საქართველო“ – 21%
„დემოკრატიული მოძრაობა“ – 20%
„რესპუბლიკური პარტია“ – 20%
ქართული ოცნება“ – 19%
„ახალი საქართველო“ – 18%

კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა მოქმედ მერზე დავით ნარმანიაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს:

ძალიან მომწონს – 2%
გარკვეულწილად მომწონს – 23%
გარკვეულწილად არ მომწონს – 27%
ძალიან არ მომწონს – 41%

მსგავსი შეკითხვა დაისვა თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზეც:

ძალიან მომწონდა – 13%
გარკვეულწილად მომწონდა – 36%
გარკვეულწილად არ მომწონდა – 20%
ძალიან არ მომწონდა – 22%

გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას:

სავარაუდოდ კი – 19%
სავარაუდოდ არა – 6%
დანამდვილებით არა – 5%

">