დღეს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!