დოჟების სასახლის პოეზიის ოთახში გიორგი ლობჟანიძის პოეზიის საღამო გაიმართა

6 ივნისს, გენუის პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, დოჟების სასახლის პოეზიის ოთახში, გაიმართა გიორგი ლობჟანიძის პოეზიის საღამო, სახელწოდებით „სიზმრის ნანგრევებში“.
პოეზიის საღამოზე შედგა გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის პრეზენტაცია, რომელიც გამომცემლობა „ჯულიანო ლადოლფის“ მიერ არის გამოცემული. საღამოს მოდერატორი იყო მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომელმაც გიორგი ლობჟანიძესთან ერთად, პოეტის ლექსები იტალიურად წაიკითხა.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ ფლორენციაში, მილანში, პავიასა და გენუაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.
გიორგი ლობჟანიძის საღამოს მრავალრიცხოვანი აუდიტორია ესწრებოდა.
დასასრულს, ავტორმა საკუთარ წიგნებზე ქართველ და იტალიელ მკითხველებს ავტოგრაფები დაუტოვა.
გიორგი ლობჟანიძის პოეზიის მიმართ დამსწრე საზოგადოებამ დიდი მოწონება და ინტერესი გამოხატა.
ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე – გამორიცხულია, ამას არ ველოდებით! – არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მათ საკითხი არაერთხელ დაუბლოკავთ და შეუძლიათ, მომავალშიც დაბლოკონ

გიორგი ვაშაძის ადვოკატი – ეს რომ სასამართლო არ არის, ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ პროცესების ამ ფორმით, ამ ინტენსივობით ჩანიშვნა, მეტყველებს, რომ დავალება აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ