დონეცკისა და ლუგანსკის „სახლახო რესპუბლიკებს“ რუსების 50%-ზე ნაკლები უჭერს მხარს

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებს“ რუსების ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს. „ლევადა ცენტრის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ მოსკოვი ამ „რესპუბლიკებს“ უნდა ეხმარებოდეს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის მხარს უკრაინას უნდა უჭერდეს, ხოლო 37% მიიჩნევს, რომ მოსკოვმა კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს. „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგის განცხადებით, 41%-იანი მხარდაჭერა ცოტა არ არის, თუმცა აშკარაა რომ „სახალხო რესპუბლიკებისადმი“ მხარდაჭერა სუსტდება.

 

/</a></iframe>