დონბასში ტყვეების გაცვლის შეთანხმების შესახებ პატრიარქმა კირილმა განცხადება გააკეთა

პატრიარქმა კირილმა დონბასში ტყვეების გაცვლის შეთანხმებაზე ისაუბრა, ამის შესახებ ria.ru იტყობინება.

აღნიშნული განცხადება, მან თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ვიმედოვნებ, რომ ტყვეების გაცვლა სათავეს დაუდებს ამ პროცესს, რადგანაც ახლანდელ სიებში ბევრი ვერ მოხვდა.

თუმცა, გამოვთქვამ მხურვალე იმედს, რომ დაწყებული პროცესი სათავეს დაუდებს ტყვეობაში მყოფ ყველა ადამიანის გათავისუფლებას”, განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა კირილმა ხაზი გაუსვა, რომ პატიმრების გაცვლა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები  მნიშვნელოვანია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით ტყვეების გაცვლა 27 დეკემბერს მოხდება.

 

 

">