დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მეინის შტატშიც აეკრძალა – ტრამპი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

კოლორადოს შემდეგ მეინი მეორე შტატი გახდა, რომელიც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობას უკრძალავს. გადაწყვეტილება, ყოფილი პრეზიდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ შტატის დემოკრატმა სახელმწიფო მდივანმა, შენა ბელოუსმა მიიღო. მიზეზი 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ყოფილი პრეზიდენტის როლია.
მეინის შტატის სახელმწიფო მდივანი -ის კონსტიტუციის მე-14 ჩასწორებას დაეყრდნო, რომლის მესამე პუნქტი განმარტავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილე ან დამხმარე პირი თანამდებობას ვერ დაიკავებს. შენა ბელოუსის თქმით, ტრამპმა მისი მომხრეების რეაქციის გასამძაფრებლად, საარჩევნო გაყალბების ცრუ ნარატივი გამოიყენა.
ანალოგური გადაწყვეტილება, 19 დეკემბერს, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ მიიღო და ტრამპს პარტიის საერთო კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მეინში მიღებულ გადაწყვეტილებას რეაქცია მოჰყვა ამერიკის კონგრესშიც.
ტრამპის არჩევნებში მონაწილეობის კანონიერების თემა არაერთი შტატის სასამართლოებში განიხილებოდა. მეინისგან და კოლორადოსგან განსხვავებით, მინესოტამ დაადგინა, რომ არ არსებობს შტატის კანონი, რომელიც მთავარ პოლიტიკურ პარტიას, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას აუკრძალავს. მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომაც.
ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, შენა ბელოუსი მიკერძოებაშია დადანაშაულებული და ნათქვამია, რომ მეინის შტატის გადაწყვეტილება არჩევნების მოპარვის და ამერიკელებისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევის მცდელობაა. ტრამპი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში