დონალდ ტრამპმა Facebook-ზე რუსების მიერ რეკლამის ყიდვას “მისტიფიკაცია” უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Facebook-ზე რუსების მიერ რეკლამების ყიდვას “მისტიფიკაცია” უწოდა. “რუსეთთან დაკავშირებით მისტიფიკაცია გრძელდება, ახლა Facebook-ის ჯერია…და იმის შესახებ რას იტყვით, როგორ იწერებოდა უღირსი ტყუილები მედიაში ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ?”, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

 

 

Facebook-ი ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე დაწერა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა მომხმარებლებმა Facebook-ი ყალბი ექაუნთებიდან რეკლამა შეუკვეთეს, რომლის მეშვეობითაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურდათ.

6 სექტემბერს, Facebook-მა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად შესაძლო გამოძიების ფარგლებში, სოციალურმა ქსელმა გამოავლინა ასობით ყალბი ექაუნთი, რომელის რუსეთიდან, ეგრეთ წოდებული “ტროლების ფაბრიკის” დახმარებით იმართებოდა.

ორი წლის განმავლობაში, სააგენტო ყიდულობდა პოსტების ფასიან გავრცელებას. Facebook-მა ყველა იდენტიფიცირებული ჯგუფი გააუქმა, თუმცა “ფაბრიკაში” ამბობენ, რომ ჯგუფების 20% მოქმედია.

">