დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა.
ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მან ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში იმიგრაციული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.
„ვფიქრობ, ის (ბაიდენი) ალბათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო დიდწილად იმის გამო, რაც აქ, საზღვარზე მოხდა. მან შემოუშვა 20 მილიონზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, მრავალი მათგანი ციხეებიდან და საპატიმროებიდან, ბევრი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, და ბევრი ტერორისტი… ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი საზღვრები და გავწმინდოთ ჩვენი “, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ს კანდიდატურის მოხსნას გადატრიალება უწოდა.
„ეს ძალიან სევდიანი დროა ჩვენი ქვეყნისთვის მრავალი კუთხით. თქვენ გყავდათ კანდიდატი. მე არ ვიყავი ჯო ბაიდენის ფანი, თუმცა ის, თუ როგორ მოხსნეს ის, იყო გადატრიალება. მან 14 მილიონი ხმა მიიღო და იმ ადამიანს, რომელიც ახლა იყრის კენჭს, არც ერთიხმა არ მიუღია. ის () შეარცხვინეს, ის დემოკრატმა ამომრჩევლებმა გამორიცხეს. მას არცერთი ხმა არ მიუღია და ახლა ჩვენ წინააღმდეგ იყრის კენჭს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც