დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი მასსა და მის შვილზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, ყოფილი “მხედრიონელი” დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე განხორცილებული თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

“არ არის არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი, არც ცხინვალი. დარწმუნებული ვარ, არ არის არცერთი ამდაგვარი. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელი აქ არ არის”, – აცხადებს დოდო გუგეშაშვილი. მისი კომენტარი ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ “ფეისბუქში” გაავრცელა.

ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი ძმის სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული. მან შვილის პანაშვიდზე ერთი საათი დაჰყო, რის შემდეგაც ისევ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს. გუგეშაშვილს თან ახლდნენ ექიმები. როგორც ცნობილია, ის ხვალ შვილის დაკრძალვას დაესწრება.

მანამდე კი, კლინიკაში მივიდნენ დოდო გუგეშაშვილის მეგობრები და სასულიერო პირები, რომლებმაც მას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს.