დმიტრი მედვედევი NATO-ს გენერალურ მდივანზე: რუსული უნდა ისწავლოს. შესაძლოა, ციმბირის ბანაკში გამოადგეს

“გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ზედმეტად ბევრი მაგიური სოკო შთანთქა, რაც ნიდერლანდელებს უყვართ. ის ხედავს საიდუმლო შეთანხმებას ჩინეთსა და რუსეთს შორის ტაივანთან დაკავშირებით და შემდეგ ს თავდასხმას ევროპაზე. მაგრამ ერთ რამეში მართალია: რუსული უნდა ისწავლოს. შესაძლოა, ს ბანაკში გამოადგეს”
– წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, X-ზე.
ცნობისთვის, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მანამდე გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთს NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმისკენ უბიძგოს, რათა ალიანსს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაატანინოს იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას განიზრახავს.