დიჯეი, ფემინისტი, დედა – რა ვიცით ახალი ზელანდიის პრემიერის შესახებ

15 მარტს მსოფლიო შეძრა ახალ ზელანდიაში მომხადრმა ტერაქტებმა: 28 წლის ავსტრალიელი და მისი თანამზრახველი ორ მჩეთში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა 49 და დაიჭრა 48 ადამიანი. ტრგედიის შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღის შესახებ კანონის შეცვლისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.

ვინ არის 38 წლის  ჯასინდა არდერნი, რომლის შესახებ სულ უფრო მეტს საუბრობენ მსოფლიოში.

ჯასინდა არდერნმა 2001 წელს დაასრულა უაიკატოს უნივერსიტეტი ჰამილტონში პოლიტიკური კომუნიკაციების სპეციალისტის დიპლომით.

ახალი ზელანდიის მომავალი პრემიერი პოლიტიკაში მამიდამ, მარი არდერნმა მიიყვანა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჯასინდა  პრემიერმინისტრ, ჰელენ კლარკთან მუშაობდა.

ჯასინდა არდერნი რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში გადადის საცხოვრებლად და პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მრჩეველი ხდება პოლიტიკის საკითხებში.

2017 წლის ოქტომბერში ჯასინდა არდერნი ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაური ხდება და ამავდროულად, ის მსოფლიოში პირველი პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა ქალია რომელიც როდესმე აურჩევიათ. ამის შემდეგ ქვეყანაში იწყება “ჯასინდამანია”. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ საზოგადოების სიყვარულს ახალგაზრდა პრემიერისადმი.

ჯასინდა არდერნი იზრდებოდა მორმონების ოჯახში და იყო იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის წევრი. 2005 წელს მან ეკლესია დატოვა, რადგანაც, მისივე სიტყვებით “ის ეწინააღმდეგებოდა მის შეხედულებებს”. საქმე იმაშია, რომ ჯასინდა არდერნი მხარს უჭერდა სექსუალურ უმცირესობებს და მათ უფლებებს იცავდა,  ეკლესია კი ამის წინააღმდეგია.

ჯასინდა არდერნს არ ჰყავს ოფიციალური მეუღლე, თუმცა 7 წელია მეგობრობს 41 წლის ტელეწამყვანთან, კლარკ გეიფორდთან. 2018 წლის ივნისში, წყვილს გოგონა შეეძინა.

რაც შეეხება არდერნის პოლიტიკურ შეხედულებებს, ის არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველია (იგი  ახალი ზელანდიის პირველი პრემიერია, რომელმაც  გეი აღლუმში  მიიღო მონაწილეობა), ასევე მიიჩნევს, რომ აბორტი არ უნდა ჩაითვალოს კრიმინალურ დანაშაულად (ახალ ზელანდიაში, 1961 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც  ქალი, რომელიც სამედიცინო მაჩვენებლების გარდა,  იკეთებს აბორტს, დამნაშავეა) და იბრძვის მარიხუანის ლეგალიზციისათვის.

გასული წლის თებერვალში ჯასინდა არდერნმა ჟურნალVogue-ის ფეშენ-გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. გამოცემამ მას “ანტი-ტრამპი” და “ახალგაზრდა და დინამიური” უწოდა.

ახალი ზელანდიის პრემიერის ერთ-ერთი მთავარი გატაცება მუსიკაა – უნივერსიტეტში  DJ მუშაობდა. მისი საყვარელი სერიალია Law&Order და სხვა კრიმინალური დრამები.

არდერნი სოციალური ქსელების საკმაოდ აქტიური მომხმარებელია. მას აქვს გვერდები Instagram, Facebook-სა და Twitter-ში.

რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ  არდერნი ახალ ზელანდიის ყველა მაცხოვრებელს უყვარს – მას  ხშირად აკრიტიკებენ და გამოუცდელს უწოდებენ.

თუმცა, უფრო მეტია ის, ვინც მას ენდობა.

 

 

">