დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ისრაელს ვთხოვთ, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს რა მოხდა, რადგან კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ღაზაში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.
„მათ უფლება უნდა მიეცეთ, რომ ეს სამუშაო შეუფერხებლად შეასრულონ. ს მოვალეობაა დარწმუნდეს, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ს მსგავსად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ისრაელმა მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, -ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც